ხუთი ჯარისკაცის ამბავი

1939 წლის 1 სექტემბრიდან 1945 წლის 2 სექტემბრამდე მეორე მსოფლიო ომში 50 მილიონზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ამ ომში საბჭოთა ხელისუფლებამ საქართველოდან 700 ათასი ჯარისკაცი გაიწვია, მათგან 300 ათასი ბრძოლის ველზე დაეცა. მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 70 წლის თავზე ლიბერთი ბანკის მხარდაჭერით თომა ჩაგელიშვილმა გადაიღო დოკუმენტური ფილმი "ხუთი ჯარისკაცის ამბავი". ფილმი აღწერს 5 ახალგაზრდა ქართველი მებრძლის ამბავს.