მე არ გადავკვეთე საზღვარი, საზღვარმა გადამკვეთა მე

ქართულ-გერმანული დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით, - „მე არ გადავკვეთე საზღვარი, საზღვარმა გადამკვეთა მე", - რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ პერიოდს ეხება. მოქმედება შიდა ქართლში, რუსი სამხედროების მიერ გავლებულ გამყოფ ხაზთან ხდება და იქ მცხოვრები ადამიანების ყოფას ასახავს. მზადდება ფილმის სატელევიზიო ვერსიაც, რომელთა ჩვენება ევროპის სხვადასხვა არხზე იგეგმება. ფილმის სატელევიზო ვერსია 52 წუთი იქნება. ფილმის პრემიერა საქართველოში 2016  წლის ბოლოს გაიმართება. ფილმის მწარმოებლები არიან: T-stuio და Kloos&co.Medien Gmbh. პროექტის პარტნირები არიან: საქართველოს ეროვნული კინოცენტრი, ამერიკის შეერთებული შტატების სანდენსის ინსტიტუტი, ბრიტანეთის საელჩო საქართველოში, კავკასიური სახლი.