ხუთი ჯარისკაცის ამბავი

თომა ჩაგელიშვილი "ლიბერთი ბანკთან" პარტნიორობით ახალ დოკუმენტურ ფილმს "ქართველები მეორე მსოფლიო ომში" გადაიღებს 17:32 08-05-2015 თომა ჩაგელიშვილი თომა ჩაგელიშვილი "ლიბერთი ბანკთან" პარტნიორობით ახალ დოკუმენტურ ფილმს "ქართველები მეორე მსოფლიო ომში" გადაიღებს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" ლიბერთი ბანკიდან აცნობეს, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანების მიმართ პატივისცემის და მადლიერების გამოხატვის ნიშნად, "ლიბერთი ბანკის" მხარდაჭერით დოკუმენტური ფილმი შეიქმნება, რომელიც მთლიანად მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს დაეთმობა.
ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, დოკუმენტურ ფილმს, სახელმწოდებით "ქართველები მეორე მსოფლიო ომში," ცნობილი ქართველი ისტორიკოსი და ჟურნალისტი, თომა ჩაგელიშვილი გადაიღებს.
"ფაშიზმზე გამარჯვების 70 წლისთავთან დაკავშირებით, "ლიბერთი ბანკის" ინიციატივით შეიქმნება დოკუმენტური ფილმი, რომელიც ასახავს იმ უმძიმეს პერიოდს, რაც ქართველმა ვეტერანებმა მეორე მსოფლიო ომის დროს გამოიარეს. ფილმი მთლიანად დაეთმობა ვეტერანების პირად ისტორიებს და განცდებს, რომელსაც დოკუმენტური ფილმის სახით შემოვუნახავთ მომავალ თაობას. ფილმის გადაღებით, ჩვენ გამოვხატეთ პატივისცემა და მადლიერება ქართველი ვეტერანების მიმართ. მოხარულნი ვართ, რომ ფილმს გადაიღებს თომა ჩაგელიშვილი, რომლის სახელიც ბევრ საინტერესო დოკუმენტურ ნაწარმოებს უკავშირდება. ლიბერთი ბანკის სახელით კიდევ ერთხელ ვულოცავთ ქართველ ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღეს", - აღნიშნა ლიბერთი ბანკის დირექტორმა, დავით ვერულაშვილმა.
"მოხარული ვარ, რომ მომეცა ამ პროექტის განხორციელების საშუალება. დღეს მაყურებელს შეგვიძლია შევთავაზოთ რამდენიმე კადრი ფილმიდან, რომელშიც გადმოცემულია ქართველი ვეტერანების პირადი ისტორიები და ემოციები. ეს კადრები გულგრილს არავის დატოვებს. ჩემის მხრივ, მსურს პატივისცემა გამოვხატო ჩვენი ვეტერანების მიმართ, რომლებმაც ისტორიაში უმნიშვნელოვანესი კვალი დატოვეს", - განაცხადა თომა ჩაგელიშვილმა.
"ლიბერთი ბანკის" ინფორმაციით, კადრები ფილმიდან ბანკის "ფეისბუქის" გვერდზეა ხელმისაწვდომი.