ჩვენს შესახებ

„თი სტუდია" რეჟისორმა თომა ჩაგელიშვილმა 2010 წლის 25 ნოემბერს დააფუძნა. სტუდიის დირექტორია ვიკტორია ქავჟარაძე.
სტუდია, ძირითადად, დოკუმენტური ფილმების გადაღებაზეა ორიენტირებული. მისი საქმიანობის მნიშვნელოვანი მიმართულებებია, ასევე, სხვა და სხვა დარგის სასაწავლო ფილმების, საიმიჯო ფილმებისა და სარეკლამო ვიდეორგოლების წარმოება.
„თი სტუდიის" დოკუმენტური ფილმები წლების განმავლობაში მრავალჯერ იყო წარდგენილი ევროპის ქვეყნების საერთაშორისო კინოფესტივალებზე. ამჟამად საფესტივალო მოგზაურობაშია სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი „მე არ გადავკვეთე საზღვარი - საზღვარმა გადამკვეთა მე". ფილმის რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას ეხება. „თი სტუდიამ" ბოლო წლების განმავლობაში რამდენიმე დოკუმენტური ფილმი გადაიღო. მათ შორის: „კავკასიური ნაგაზი მგლის წინააღმდეგ"; „ერეკლე მეორე"; „ცხელი არჩევნები" და სხვა.

ჩვენი გუნდი

თი-სტუდიის დირექტორი და მთავარი პროდიუსერია ვიქტორია ქავჟარაძე.